აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კლინიკურად გამოჯანმრთელდა 174 პაციენტი, გარდაიცვალა 6.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 523 პაციენტი, მძიმეა 124 - ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 37.
რეგიონის მასშტაბით კოვიდ სასტუმროშია მოთავსებული 261 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 216, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 98, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 65, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4.