„ომიკრონს“ სხვა შტამებთან შედარებით, სწრაფი გავრცელება ახასიათებს - თამარ გაბუნია

10 დეკემბერი 2021, 13:25 776 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს, „ომიკრონს“, სხვა შტამებთან შედარებით, სწრაფი გავრცელება ახასიათებს.

მისივე თქმით, ვაქცინის ეფექტურობა კვლავაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და უნდა გამოვიყენოთ „ომიკრონის“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება ისევ საყურადღებო რჩება.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისევ საყურადღებო რჩება. აღინიშნება შემთხვევების მცირედი კლება. ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც თითქმის 57 ქვეყანაში არის დაფიქსირებული. ჯერჯერობით, რაც ცნობილია, არის ის რომ,  ამ შტამს ახასიათებს სწრაფი გავრცელება სხვა შტამებთან შედარებით, თუმცა სხვა შტამებთან შედარებით უფრო მეტი წარმატებით არ შეუძლია თავი დააღწიოს ვაქცინებს. ვაქცინის ეფექტურობა კვლავაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და გამოვიყენოთ „ომიკრონის“ წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი