არანაირი დაპირისპირება არ იყო, არავინ არ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით - კალაძე ტიკარაძეზე

10 დეკემბერი 2021, 12:28 978 ნახვა

გამიჭირდება საუბარი ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

„გამიჭირდება საუბარი, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ის გუნდიდან არ მიდის და „ქართული ოცნების“ ​პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი ჯანდაცვის მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს მომავალში გადაწყდება. მე არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. როდესაც იქნება ცხადი, თუ ვინ იქნება კანდიდატურა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. მე არ ვიცოდი ტიკარაძის გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, მომავალი ჯანდაცვის მინისტრის ვინაობა საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

კალაძის განმარტებით, პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის „არანაირი დაპირისპირება“ არ ყოფილა.

„არანაირი დაპირისპირება არ იყო, არავინ არ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით, რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი, შეიძლება გარკვეულ საკითხებზე იყო მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, მე არ ვარ მთავრობის წარმომადგენელი, ამიტომ გამიჭირდება.

მთავრობის ხელმძღვანელი თავისი კაბინეტის მინისტრებს სამუშაო ფორმატში რა თემებზე ესაუბრება, ეს რა თქმა უნდა, არც გენერალური მდივნის საქმე არ არის, მე ვარ ქალაქის მერი, მაქვს ჩემი საქმე და დღის წესრიგი“, - განაცხადა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი