საგადასახადო უპირატესობები და საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში - ბათუმი ბიზნესფორუმს მასპინძლობს.
ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღეს ინფორმაცია.
ბიზნეს შეხვედრას ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ესწრებიან.
ფორუმის ფარგლებში ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრებიც გაიმართება, რომელზეც მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.