აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის 16-17 წლის მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რეკომენდაციის თანახმად, აღნიშნული ასაკის პირები ვაქცინის მესამე დოზით მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ უნდა აცრან.
16-17 წლის მოზარდებში „ბუსტერ“ დოზის გამოყენებას მხარი აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც დაუჭირა.