ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოში ბადრი ჯაფარიძე დაიკითხება

09 დეკემბერი 2021, 11:24 952 ნახვა

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძე დაიკითხება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას ბადრი ჯაფარიძე მისცემს. გასულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძე დაიკითხა. ის ამბობს,რომ ეს არის პიროვნული ვენდეტა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი