გერმანიას ახალი კანცლერი ჰყავს

08 დეკემბერი 2021, 14:32 1012 ნახვა

გერმანიას ახალი კანცლერი ჰყავს. იგი სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცია, რომელიც   რამდენიმე წუთის წინ ბუნდესტაგის დეპუტატებმა  395 ხმით აირჩიეს. გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, კანცლერი ფარული კენჭისყრით, დებატების გარეშე ირჩევა.

მომავალი კანცლერი პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შესახვედრად გაემგზავრა. მას ამ თანამდებობაზე სწორედ სახელმწიფოს მეთაური დანიშნავს. ამის შემდეგ ოლაფ შოლცი პარლამენტში ფიცს დადებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი