„ომიკრონის“ შემთხვევები საფრანგეთში - საშობაოდ ოთხი კვირით დაიხურება ღამის კლუბები

07 დეკემბერი 2021, 09:49 523 ნახვა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აშშ-ის მოქალაქეებს საფრანგეთში, პორტუგალიაში, იორდანიასა და ტანზანიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

საფრანგეთში კოვიდის ახალი შტამის „ომიკრონის“  25 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც საშობაოდ ოთხი კვირით დაიხურება ღამის კლუბები და გამკაცრდება სოციალური დისტანციის წესები.

ამის ფონზე მიმდინარე კვირის დასაწყისიდან აშშ-ში საერთაშორისო საჰაერო გზით ჩასულმა მგზავრებმა ბოლო ერთი დღის განმვლობაში გაკეთებული ნეგატიური კოვიდტესტი უნდა წარადგინონ.

აშშ-ში აიკრძალულია ასევე რვა სამხრეთაფრიკული ქვეყნიდან მოგზაურების ჩასვლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი