ციხისძირში აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

06 დეკემბერი 2021, 18:03 940 ნახვა

ციხისძირში აქციაზე დაკავებულების  სასამართლო 17 დეკემბრისთვის გადაიდო.  ქობულეთის საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან  გიორგი კარალიძემ  და მისმა მამამ  სხდომის გადადება ადვოკატის დასწრების მიზნით მოითხოვეს. ორივე მათგანი პოლიციამ ციხისძირში 5 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და  კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა. ამავე მუხლით 4 დეკემბერს აქციაზე  პოლიციამ  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბონდო თედორაძე და რამდენიმე ადგილობრივი დააკავა. მოქალაქეები ციხისძირში   სპეციალური ორმოების მოწყობას აპროტესტებდნენ, რომელშიც   გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები უნდა ჩაიყაროს. მოსახლეობა ნარჩენებით დატვირთულ მანქანას ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი