ე.წ. ფულის გათეთრების საქმე - ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

06 დეკემბერი 2021, 14:38 852 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს განიხილავს.

გამოიკითხა მამუკა ხაზარაძე, რომელიც ამბობს, რომ საქმე  პოლიტიკურად მოტივირებულია. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა საკუთარ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გაიხსენა  როგორ დაიწყო მისი  და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა.  

"ლელოს" ლიდერმა სასამართლო პროცესზე ავთანდილ წერეთლისგან ფულის სესხების ეპიზოდზეც ისაუბრა და განმარტა, რისთვის დასჭირდა თანხა.  ირწმუნება, რომ ფულის გათეთრებას და მითვისებას ადგილი არ ჰქონია და მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრა ანაკლიის პროექტის ჩაგდებას ემსახურებოდა.  

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2 წლის წინ  ჯგუფურად 16 მილიონ  664 ათასი   დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.  

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში