" ქალთა კლუბი" 190-ე კონვენციის რატიფიცირებას მოითხოვს, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა.
" ქალთა კლუბის" წარმომადგენლებმა სხვადასხვა რეგიონიდან ბათუმში საინფორმაციო კამპანია გამართეს და მოქალაქეებამდე ხმის მისაწვდენად ბუკლეტები დაარიგეს.
მოგვიანებით ამავე თემაზე ფილმის ჩვენებაც გაიმართა. ორგანიზაციის წევრები დასაქმებული ქალებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას და ქალთა უფლებების დაცვას მოითხოვენ.