შეხვედრა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონთან

10 მაისი 2016, 00:00 4666 ნახვა

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში უმასპინძლეს. ბათუმელმა ძალოსანმა, დავით მჟავანაძემ 19 თებერვალს დუბაიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მსოფლიო ჩემპიონის, აპრილში კი სტამბულში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩემპიონს გამარჯვება მიულოცეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრეს.

ამავე კატეგორიაში