სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილესთან ერთად, ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ. მინისტრი ლაბორატორიის საქმიანობას ადგილზე გაეცნო და თანამშრომლებს, აკრედიტაციის ახალი სტანდარტის მინიჭება მიულოცა.
ლაბორატორიულმა კვლევითმა ცენტრმა, აკრედიტაციის ახალი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი სტატუსი მიიღო, აკრედიტაციის ვადად განისაზღვრა 2025 წელი.