მკვლელობა ქობულეთში გახსნილია

04 დეკემბერი 2021, 12:30 2336 ნახვა

პოლიციამ ქობულეთში  მომხდარი  მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი,1999 წელს დაბადებული. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1990 წელს დაბადებულს გულმკერდის არეში დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი