აშშ-ის ელჩი საქართველოში ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ თავად არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი და კელი დეგნანი, რომელიც საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვებას არ ეთანხმება, არაა ექსპერტი. კელი დეგნანი ამბობს, რომ ის ირაკლი კობახიძის ცოდნას პატივს სცემს, თუმცა თავადაც აქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში, ხოლო ახლა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა არის საქართველოსთვის საუკეთესო. საკითხზე კარლ ჰარცელი კი ამბობს, რომ ელჩებს აქვთ უფლება რჩევა მისცენ ხელისუფლებას, თუ რა არის საუკეთესო პროცენტი საარჩევნო ბარიერისთვის, რათა დაცული იყოს პლურალიზმი. მისი თქმით, ფართო კონსესუსით მიღებული შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგები არ უნდა დაიკარგოს.