ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 7 ნოემბრის შედეგად ჰქონდა მაღალი სიცხე და ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი.
სააკაშვილის თქმით, 7 ნოემბრის შედეგად მიღებული ტრავმებს მას გერმანელი ექიმი მკურნალობდა.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე.
''აგერ ვუყურებ ინგა გრიგოლიას და მინდა, ვთქვა, რომ ინგამ ამასწინად ისაუბრა 7 ნოემბერზე და თქვა იმაზე, რომ როდესაც პოლიცია შევიდა იქ, დიდი სტრესი განვიცადეო და მოხვდა კლინიკაში. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის შემდეგ მე მივეცი ინტერვიუ ინგას. მას შეიძლება, ახსოვს, მთავრობის სახლში დიდი, გრძელი ინტერვიუ მივეცი, მაგრამ მინდა, გითხრათ, ჯერ ერთი ძალიან განვიცდი, რომ მას ეს სტრესი მიადგა ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაგრამ მეც მქონდა მძიმე ტრავმა. მე მქონდა ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მქონდა მაღალი სიცხე, ამ ინტერვიუს რომ ვიძლეოდი. ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრავმისა და განცდებისა, რაც ვიხილე და რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფრის შედეგად ავიღე.
მე მინდა, ეს იცოდეს ინგამ. არასდროს მითქვამს, ეს ასე იყო. იმ ინტერვიუს შემდეგ გვერდზე ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, ალბათ მისი ხარჯებიც შეტანილია და ალბათ ბოტოქსი ჰქვია იმასაც, მაგრამ გერმანელი ექიმი მელოდა, რომელიც შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემს განკურნებას. ეს ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის, თემურ ჯანაშიამაც“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.