4 მოსამართლე პარლამენტმა დაამტკიცა

01 დეკემბერი 2021, 19:35 1422 ნახვა

ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნეს. მანამდე მათ მხარდაჭერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამოუცხადეს.  კანდიდატების წინააღმდეგ მხოლოდ 5-მა დეპუტატმა მისცა ხმა.  ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს. მოსამართლეების დანიშვნას 29 ნოემბერს გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში. კელი დეგნანმა თქვა, რომ პროცესის გაგრძელებით "ძალიან იმედგაცრუებული" არიან.  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერების მოწოდებების მიუხედავად, პირველ ჯერზე, 12 ივლისს პარლამენტმა 6 მოსამართლე დანიშნა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი