საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად ასოცირებული ტრიოს ფორმატში ერთობლივ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
მისივე განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრაში სამივე ქვეყანამ მტკიცედ დააფიქსირა, რომ არსებობს მზაობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ კოლეგებთან, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან ერთად ვიმყოფები ბრიუსელში.
ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ბატონ შარლ მიშელთან, ქალბატონ ფონ დერ ლაიენთან და ბატონ დევიდ მარია სასოლისთან. მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა, ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს. ამ კონტექსტში მოხდება უკვე მიღწეული შედეგების გააზრება და ევროკავშირის სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ლიდერებთან ერთად სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა მეტად სიღრმისეული დარგობრივი ინტეგრაციისთვის.
საერთო ისტორიის გარდა, სამივე ქვეყანას გვაერთიანებს ევროპული მისწრაფებები და ჩვენი ერების მტკიცე არჩევანი, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.