შეძახილებით გააცილეს მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან მისმა მხარდამჭერებმა. ისინი დილიდან იყვნენ შეკრებილები სასამართლოს შენობასთან, სადაც რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. ამ დროისთვის აქცია დაშლილია. ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილის საქმის ადვოკატები სასამართლოს დარბაზიდან და მედიასთან განცხადებები გააკეთეს.