დაპირისპირება აქციაზე - დააკავეს რამდენიმე პირი

29 ნოემბერი 2021, 15:17 742 ნახვა

დილიდან დაძაბულობა, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შენობის გარეთ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები არიან შეკრებილები.

აქციაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდს. სასამართლოსთან გზა - მთავარი მაგისტრალი, რამდენიმე წუთით ჰქონდათ გადაკეტილი აქციის მონაწილეებს, რასაც მოჰყვა გიგი უგულავასა და აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, სულ 15 ადამიანი დააკავეს. ამ დრომდე მოქალაქეები, პოლიტიკური ლიდერები და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში