საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობის ფარგლებში, მადრიდში შეხვედრები გრძელდება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესწრება.
დიპლომატებს შორის შეხვედრები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეას სიტყვით მიმართავს, კახა კუჭავა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზე ისაუბრებს.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებზე რუსული ოკუპაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ მსჯელობენ.