პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

11 დეკემბერი 2016, 00:00 3435 ნახვა

თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. "უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ სტამბულში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. ვუსამძირებ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხს და ხელისუფლებას. კატეგორიულად ვმგობ ყოველგვარ ძალადობას, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე ეწირება და მათ დაშინებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდში, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ. ვუერთდებით მათ ძალისხმევას და გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ამ უდიდეს ბოროტებასთან გამკლავებას" - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

ამავე კატეგორიაში