ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში

26 ნოემბერი 2021, 09:50 298 ნახვა

ხმაური იყო, რამდენიმე წუთის წინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით ლევან ანთაძის ბრიფინგი იყო ჩანიშნული.

საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე მივიდა. ეს ის დეპუტატია, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი აქვს და ის წესით იზოლაციაში უნდა იმყოფებოდეს. თავართქილაძე განმარტავს რომ მეუღლის კონტაქტი არ ყოფილა.

"მოღალატე, არაკაცო, გადი აქედან"- ასე მიმართა რეზო ხარაზმა თავართქილაძეს.

ოპოზიცია მის შენობიდან გაყვანას ითხოვდა. თავართქილაძემ სამართალდამცველებს განუმარტა, რომ მას კონტაქტი მეუღლესთან ინფიცირებამდე ჰქონდა, კორონავირუსის დადგენის შემედეგ კი ის იზოლაციაში გადავიდა, თავად დღესაც გაიტესტსა და უარყოფითი პასუხის მერე გადაწყვიტა, რომ მოსულიყო აქ.

თუ რატომ ღებულობს ძველი მოწვევის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს ამ კითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბათუმის მერსაც მიმართეს.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ის საკრებულოს სხდომის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

მისივე თქმით, ხელფასი ემატება ყველა საჯარო მოხელეს და ეს არის მმართველი გუნდის გაცხადებული პოზიცია.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ და შენობაშიც მობილიზებულია სამართალდამცველები.

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან რამდენიმე წუთში საპროტესტო აქციაა დაანონსებული.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში