სააკაშვილის ჯანმრთელობა სტაბილურია

25 ნოემბერი 2021, 19:37 816 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მორიგი მოთხოვნა თუ ულტიმატუმი ? მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ უარს იტყვის ყველა საჭირო მკურნალობის კურსზე, თუ მასთან არ შეუშვებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და სხვა დეპუტატებს. ასევე, ადვოკატების თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზადაა 29 ნოემბერს სასამართლო პროცესს დაესწროს, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს შეეხება. ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით კრიტიკული რეჟიმი გავლილია, ახლა არის ჩვეულებრივი კვების გაფართოების რეჟიმი.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი