გერმანია ახალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის ემზადება

24 ნოემბერი 2021, 18:28 885 ნახვა

ბუნდესტაგის სხდომა, რომელზეც ოლაფ შოლცს გერმანიის ახალ კანცლერად აირჩევენ,  8 დეკემბრამდე გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა შპიგელი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.  კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი ანგელა მერკელი ხელისუფლებაში ყოფნის ვადით ვერ  გააუმჯობესებს ჰელმუტ კოლის რეკორდს, რომელიც მინისტრთა კაბინეტს  5 ათას 869 დღე ედგა სათავეში. ამისთვის მერკელი ხელისუფლებაში 17 დეკემბრამდე მაინც უნდა დარჩეს.  26 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 25,7%-ით  გაიმარჯვა. ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების ბლოკმა  კი ხმების 24,1 % მიიღო, რაც მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი იყო. არჩევნების შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და ლიბერალებმა ახალი მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს.  დღეს მხარეები კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ.  1950-იანი წლების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა  გერმანიაში, როდესაც ქვეყანას 3 პარტიისგან დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობა ეყოლება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში