მსოფლიო კოვიდი

24 ნოემბერი 2021, 14:05 563 ნახვა

მსოფლიოში, გასულ კვირას ინფიცირების თითქმის 3,6 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 51 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ჯანმო-ს მონაცემებით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 67% სწორედ ევროპაში დაფიქსირდა, რაც გასული კვირის მონაცემებს 11 %-ით აღემატება. კოვიდ 19-ის შემთხვევების შემცირება დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და აფრიკაში.

გასული კვირის მონაცემებით, სიკვდილიანობა გაიზარდა წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილში 29%-ით, ამერიკაში-19%-ით , ხოლო ევროპაში 3%-ით. მთლიანობაში, 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით მსოფლიოში სულ 3 მილიონ 597 ათასს 398 კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53,373 ადამიანი.

ჯანმო-ს განცხადებით, გასული 60 დღის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში „დელტას“ ვარიანტი რჩებოდა დომინანტურ შტამად, რომელიც კორონავირუსის დადასტურებული შედეგების 99.8%-ის შემთხვევაში გამოვლინდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი