საგარეო უწყების განცხადება

10 დეკემბერი 2016, 00:00 4055 ნახვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე, საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ გაკეთდა განცხადება კონფლიქტის თემაზე, რომელიც შევა მინისტერიალის დოკუმენტთა პაკეტში, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
განცხადებაში ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება, განსაკუთრებით კი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია.
 აღნიშნულია ასევე პროგრესის საჭიროება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარ თემებზე, კერძოდ, ძალის  გამოუყენებლობის ვალდებულების აღება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა       ღირსეული დაბრუნება.
 საქართველოს მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.  

ამავე კატეგორიაში