„სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია

19 ნოემბერი 2021, 14:16 628 ნახვა

დავით ზალკალიანის პარლამენტში გამოსვლის პარალელურად, საპროტესტო აქციას მართავენ მოძრაობა ''სირცხვილიას'' აქტივისტები. როგორც ამბობენ, საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ.

აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ლიდერების ანტიდასავლური ნაბიჯები ქვეყანას ევროატლანტიკური არჩევანისგან აშორებს და რუსეთთან აახლოებს.

აქტივისტები პარლამენტთან პლაკატებითა და ტრანსფარანტებით დგანან, რომლებზეც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპარლამენტარების, დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებული კრიტიკული კომენტარებია დატანილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში