გერმანიაში აუცრელებისთვის კოვიდშეზღუდვები მკაცრდება

17 ნოემბერი 2021, 13:08 947 ნახვა

გერმანია არავაქცინირებულებისთვის ზომებს  ამკაცრებს. ახალი შეზღუდვები ჯერჯერობით  ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით  მხოლოდ ზოგიერთ ფედერალურ  მიწაზე გავრცელდება. საქსონიაში ხელისუფლებამ ყველა მეორეხარისხოვან მაღაზიასა და დაწესებულებაში შემოიღო ე.წ. „ორი-ჯი“ წესი, რაც  „ვაქცინირებულსა და გამოჯანმრთელებულს“ ნიშნავს.  

ასეთ ადგილებში სიარული მხოლოდ ვაქცინირებულებს, ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ. 

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში   აუცრელ ადამიანებს არ ექნებათ წვდომა ყველა მეორეხარისხოვან ობიექტსა და ღონისძიებაზე, მათ შორის ფეხბურთის მატჩებსა და საშობაო ბაზრებზე.   

კოვიდრეგულაციებს ბერლინიც აწესებს. არავაქცინირებულები  ვეღარ შევლენ რესტორნებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, გალერეებში და ვეღარ დაესწრებიან კონცერტებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში