საქართველოში მილიონ ადამიანს უშიმშილია, მაგრამ არავის დასჭირვებია მულტიფუნქციური კლინიკა, რომ რეაბილიტაცია გაიაროს - კობახიძე 

17 ნოემბერი 2021, 14:47 1218 ნახვა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა შანტაჟის ფორმაა, რომელსაც იყენებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი მესამე პრეზიდენტის ხელშია.

''მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ვხედავთ.გვჯერა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ასეთი ტიპის გეგმები არ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება სერიოზული დილემაა.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთია, რომ არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე, რომ უსაფრთხოების რისკი არის ძალიან სერიოზული. საუბარია რისკზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის, სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ეს არის სერიოზული რისკი.

სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, რომ შეასრულოს ბუნებრივია ყველაფერი შეიცვლება, თუმცა ეს არის შანტაჟის ფორმა, რომელსაც იყენებს, რაც სამწუხაროა. 

ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში, ამას შუძლია მაგალითად შეასრულოს მოწოდება და ის და ელენე ხოშტარიაც შეწყვეტენ შიმშილობას, მაგრამ ამას არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან'' - განაცხადა კობახიძემ.

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე  ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ აქვს.

''მოიტაცებენ თუ არ მოიტაცებენ ამ დიალოგში ვერ შევალ. მცდელობის შემთხვევაში შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს შეექმნას სერიოზული საფრთხე და ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ მხოლოდ იმის გამო, რომ არის ახირებული მოთხოვნა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, როცა მას ეს საერთოდ არ სჭირდება.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას შემდეგი გადაყვანის პირობით. მითუმეტეს შიმშლობის შემდეგ, ყველა ძალიან კარგად ხვდება, მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში, არავის არ სჭირდება არავითარი მულტიფუნქციური კლინიკა, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. ერთადერთი რაც სჭირდება ადამიანს შიმშილობის შემდეგ, ეს არის საკვების სათანადო დოზირება ,'' - თქვა კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი