ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება

16 ნოემბერი 2021, 23:35 580 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი, რომელიც ცოტა ხნის წინ ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოიყვანეს, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, განხორციელდა საქართველოს მოქალაქის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას გაეწევა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.

უკანონო დაკავებები არა მარტო უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს.

მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათი ჯანმრთელობის დაზიანებასა და ადგილზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში