დაკავება ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე

16 ნოემბერი 2021, 18:27 1031 ნახვა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა. დაკავებული არიან  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი.  ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორის მიმართ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი