დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს შეწყვიტოს შიმშილობა - ამირან გამყრელიძე

16 ნოემბერი 2021, 13:55 1228 ნახვა

მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. 

''იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. ამიტომ, მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს რომელიც შექმნილია. იქ არიან გამორჩეული ექიმები. ექიმები აპოლიტიკური ხალხი ვართ და პაციენტთან არ  ვიჭერთ მხარეს. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია, ვინც არ უნდა იყოს ის,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში