შესთავაზა თუ არა ოპოზიციამ მმართველ გუნდს სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა?

15 ნოემბერი 2021, 17:52 877 ნახვა

დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი მომდევნო სასამართლო სხდომას ეს უცნობია, ისევე როგორც გადაიყვანენ თუ არა მას საბოლოოდ სამოქალაქო კლინიკაში. ქართულ ოცნებაში ისევ უკვირთ რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ ის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ-ეს კონკრეტულად  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის  პოზიციაა, მოქმედი  პირველი კანონმდებელი კი ამბობს, რომ უშუალოდ ოპოზიციას უნდოდა და შესთავაზეს კიდეც,  რომ  გადაეყვანათ თუნდაც გორის ჰოსპიტალში. ამ კონტექსტში საინტერესოა თავად მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კატეგორიულად თქვა უარი აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციაზე. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი