მასტერკლასი კონდიტერებისთვის - ბათუმში აჭარის დასაქმების სააგენტო კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას აძლევს კონდიტერებს, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში არიან დასაქმებულები. ისინი ძალებს ამჯერად კრუასანის მომზადებაში მოსინჯავენ.
ქორთიარდ-მერიოტის ქსელის შეფი პროექტის მონაწილეებს ცნობილი ფრანგული დესერტის მომზადების ორ ვარიანტს სთავაზობს. ესაა კრუასანი კლასიკური და კრუასანი აჭარული სამზარეულოს მოტივებით, ანუ ნიგვზის შიგთავსით. როგორც შეფი, დავით ყურაშვილი ამბობს, მთავარია ფანტაზია და კონდიტერიის ოქროს წესების ცოდნა. სფერო კი, როგოც ის ამბობს, იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სწავლებაზე დასწრება სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.