ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა თავისი წვლილი შეიტანოს პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან მიგრანტების მობილიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაძაბულობის მოგვარებაში.
გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ბელარუსის მხრიდან „მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია“ დაგმო და არაჰუმანური ქმედება უწოდა.
ორი ქვეყნის სასაზღვრო მონაკვეთში ბელარუსის ტერიტორიაზე მიგრანტების დიდი ჯგუფი იმყოფება და პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობს.
პოლონეთმა საზღვრის დასაცავად 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა.