თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე დასწრების საშუალება მესამე პრეზიდენტს არ მიეცა.
ამ ეტაპზე პროცედურულ საკითხებს განიხილავენ, მსჯელობა მიმდინარეობს სასამართლო პროცესის ტელევიზიების მიერ გაშუქების საკითხზე.
საქმის ადვოკატები სასამართლო პროცესის, სხვა მედიასაშუალებებისთვის, გადაღების უფლების მიცემას ითხოვენ.
პროცესს ესწრება საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც ითხოვს პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქების საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მაინც მიეცათ.
სასამართლოსთან, სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები "მიშა, მიშას" სკანდირებენ.
ადგილზე, დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული .