არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

09 ნოემბერი 2021, 14:54 960 ნახვა

სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში ვერ აზღვევს მისი ჯანმრთელობის და ხელშეუხებლობის რისკებს – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და საია ავრცელებენ.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ  ხელისუფლებას: ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ მიღებულ დასკვნაში მითითებული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს სააკაშვილის პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გადაყვანა და მისი,  როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე პირადი უსაფრთხოების სრულყოფილი დაცვა; ორგანიზაციები მოუწოდებენ  ოპოზიციურ ძალებს  დარჩნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში და თავი აარიდონ ვითარების ესკალაციას“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი