მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც განიხილეს - კობახიძე 

09 ნოემბერი 2021, 14:15 1668 ნახვა

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის განცხადებით, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი.

"ამასთან განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ, რადიკალებს  კი ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება", - განაცხადა კობახიძემ. 

მისივე თქმით, ოპოზიცია რადიკალურ ნაბიჯებს განიხილავს, მათ შორის თანაგუნდელის მკვლელობას.

ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს ვინმე გეგმავდა ჩემს მოწამვლას, გარდა იმისა, რომ მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე არის ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ და არარელევანტურ საკითხზე, – ასე გამოეხმაურა „დროას“ ლიდერი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

ელენე ხოშტარიას თქმით, მის და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ერთადერთი არის „ქართული ოცნება“.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი