საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს იღებს, - ამის შესახებ მინისტრმა "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შემოსვლისას როდესაც მიიღო საბანკო ბარათი, ორი დღის თავზე შეიძინა გარკვეული პროდუქტები. შემდგომში განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე, გავიდა გარკვეული პერიოდი, ისევ დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო როგორც ფაფები, ასევე ნატურალური წვენები. ასევე აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა. თითოეულ ჩვენს სიტყვას ამაგრებს მტკიცებულებები და ფაქტები, ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით სიმართლეს.
ეს არის საკვები, აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც იღებს პატიმარი“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.