დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99% აუცრელი იყო.
კითხვაზე, რა არის აცრილი ადამიანების გარდაცვალების მიზეზი, იმნაძე ამბობს, რომ ასაკი.
„გარდაცვლილებში 99% აუცრელია, 1% არის, ვინც ორჯერ აცრილი იყო, ეს არის 57 ადამიანი - პირველი არის ასაკი. ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმანაძის თქმით, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა ვაქცინაცია კორონა სულ იქნება.
„სამწუხაროდ, ასეთი ტალღები ჩვენ კიდევ გვექნება. ეს დაავადება ჩვენ არ მოგვშორდება, ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს ის, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას რომ მოშორდება, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება. თუ ასეთი ტემპით ავიცრებით, კორონა სულ იქნება. ეს ციკლურობა იქნება, მოიმატებს. კლება როდესაცაა, იკლებს 2-3 ათასამდე და არა ისე, როგორც ადრე ჩამოდიოდა ასეულ შემთხვევებამდე. შეზღუდვები აღარ იქნება, ეკონომიკა იმუშავებს. ქვეყნები, სადაც ბევრი ადამიანი არაა ვაქცინირებული და დაახლოებით 50-60%-ია აცრილი, ავადობა გრძელდება, მაგრამ ადამიანები აღარ კვდებიან. ეს დიდი განსხვავებაა“,- განაცხადა იმნაძემ.