ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ „დელტას“ ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები საქართველოშიც გამოჩნდეს, რადგან მობილობა გაზრდილია.
მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ამ მიზნით ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს და „დელტას“ ახალი ვარიანტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
„მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ, ჩრდილოეთის ქვეყანაში ახალმა შტამმა დაიწყო ცირკულაცია. ასევე, 27 ქვეყანაშია ის დაფიქსირებული. ჩვენთან ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში. ჯერჯერობით, ჩვენთან „დელტას“ ეს ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ პერიოდში გამოჩნდება, რადგან მობილობა, მოგზაურობა გაზრდილია და აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.