მოგზაურობა ტურიზმის ნაწილია, თუმცა ყველა მოგზაური ტურისტი არაა. მოგზაური ტურისტია, თუ იგი თავისი ადგილსამყოფელიდან გადაადგილდება გართობის ან რაიმე საქმიანობის გამო.
თუ ადამიანი სამსახურებრივი ან სასწავლო მიზნით მოგზაურობს, ტურისტად არ ითვლება.
ხშირად გამოიყენება ტერმინი ვიზიტორიც (მნახველი).ვიზიტორი უფრო ფართო გაგებისაა და ტურისტთან ერთად ექსკურსანტებსაც მოიცავს. ექსკურსანტი ტურისტისგან განსხვავებით, დანიშნულების ადგილას შეიძლება მხოლოდ ერთი დღით დარჩეს.
ტურიზმი აჭარაში, ქვეყანაში ერთ-ერთი პოპულარულია, იმისათვის კი, რათა გიდებმა მნახველებს ბათუმისა და ქობულეთის ღირშესანიშნაობები კარგად აღწერონ, სახელმძღვანელო შეიქმნა.