ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

03 ნოემბერი 2021, 17:04 749 ნახვა

„გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ოფიციალურად მიმართა.

არსებული ინფორმაციით, ჯაფარიძის მიმართვა საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარედგინა და განცხადება შესულია უკვე საპროცედურო საკითხთა კომიტეტში.

კომიტეტს მიმართვის განხილვისთვის ვადა აქვს არაუგვიანესს 15 დღის, განხილვის შემდეგ კი, საკითხი პლენარულ სხდომას გადაეცემა, სადაც გადაწყვეტილების მიღება დადგენილების პროექტით მოხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი