თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ქალი მოკლეს

01 ნოემბერი 2021, 15:31 1078 ნახვა

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მასაჟის ცენტრში მოკლულია ახალგაზრდა ქალი. იგი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მსუბუქად არის დაჭრილი კიდევ ერთი ქალი.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში