ავსტრალია პანდემიის დაწყებიდან პირველად საზღვრებს ხსნის

01 ნოემბერი 2021, 15:20 449 ნახვა

ავსტრალიამ საერთაშორისო მოგზაურობაზე 18 თვის წინ დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა, რაც სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრების ან ქვეყანაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. კერძოდ, ვაქცინირებულ ავსტრალიელებს, რომლებსაც კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, შეუძლიათ იმოგზაურონ სპეციალური ნებართვის ან კარანტინის გავლის გარეშე. თუმცა, ჯერჯერობით იმავე უფლებებით უცხო ქვეყნების მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის დატოვებისა საშუალება მილიონზე მეტ უცხოელს არ ეძლევა. პირველი რეისები სიდნეიში სინგაპურიდან და ლოს-ანჯელესიდან შესრულდა.

მედია საშუალებები ავრცელებენ კადრებს, რომლებშიც თვეების განმავლობაში ერთმანეთისგან დაშორებული ოჯახის წევრების ემოციური შეხვედრებია ასახული. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები, ჯერჯერობით მხოლოდ ქვეყნის ორი უმსხვილესი ქალაქისთვის- სიდნეისა და მელბურნისთვის, შემსუბუქდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი