7 საარჩევნო უბნის შედეგებს დღეს 17:00 საათზე ხელახლა გადაითვლიან - ცესკო

01 ნოემბერი 2021, 12:54 779 ნახვა

დღეს საოლქო-საარჩევნო კომისიებმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოავლინეს ყოველ საარჩევნო ოლქში ის უბნები, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ, დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები.

„ გადათვლის პროცესი დღესვე 17:00 საათზე დაიწყება გადათვლის ცენტრებში და რა თქმა უნდა ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ პროცესის საჯაროობასაც და ვიდეოგადაღებასაც. ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ, დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებთ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვაში. გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები"-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცესკოს განცხადებით, დამუშავებული მონაცემები და ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში