ტოკიოში დანით შეიარაღებული მამაკაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა. 24 წლის მამაკაცმა ვაგონში სითხე დაასხა და ცეცხლი გააჩინა. ინციდენტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელს „ბეტმენის“ კომიქსების და ფილმების სერიის პერსონაჟის, „ჯოკერის“ მსგავსად ეცვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა პოლიციას უთხრა, რომ ადამიანების მოკვლა სურდა, რადგან შემდეგ სიკვდილით დაესაჯათ.