ბრიფინგი ცესკოში

31 ოქტომბერი 2021, 20:32 796 ნახვა

1 ნოემბერს, 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები, კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 11:00 საათზე სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს, - ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტენების გადათვლა. უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და პროცესის ვიდეოგადაღება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი