საპროტესტო აქციები სამშაბათს ბათუმიდან დაიწყება დიდ ქალაქებში გაგრძელდება. კვირას, 7 ნოემბერს კი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტთან
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
"ჩვენ ვაპირებთ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას, ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ. ვიყოთ ქუთაისში და მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს, მაგრამ ეს აქცია, ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით. ნება მომეცით, ამაზე მეტად დეტალებში ახლა არ შევიდეთ. რა თქმა უნდა, მასშტაბი იქნება იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენ ბოლოს 14 ოქტომბერს ვნახეთ, თუმცა შინაარსი და დატვირთვა იქნება განსხვავებული, ისეთი, როგორიც ამ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.“- განაცხადა ნიკა მელიამ.